1
2 პროექტის მთავარი
იდეა :
საქართველოს სოციალ- ეკონომიკური სიტუაციის გარკვევა მეთვრამეტე საუკუნის 80-იან წლებში.გაარკვევენ გეორგიევსკის ტრაქტატი, ქართლის ბედი იყო თუ უბედობა.
პროქტის აქტუალობა:
მოსწავლეები გაიგებენ მეთვრამეტე საუკუნის საქართველოს როგორც საშინაო, ასევე საგარეო პრობლემის არსს.გამოიტანებენ შესაბამის დასკვნებს.
დღევანდლობასთან პარალელში დაინახავენ იმ რეფორმების არსს, რომელიც ერეკლე მეორემ გაატარა,
შეაფასებენ მის სისწორე- მცდარობას, მივლენ დასკვნამდე, რომ ის რაც ვერ გააკეთა, ის
რაც არ გამოუვიდა არაბ, მონღოლ თუ თურქ დამპყრობლვბს ხმლით, მშვიდობიანად მოაგვარა
რუსეთის იმპერიამ. მათ მოსპეს საქართველოს სახლმწიფოებრიობა და ქართველობა დეგრადაციის
გზაზე დააყენა. ერეკლეს ლოიალურმა პოლიტიკამ და მის მიერ გატარებულმა არასწორმა გადაწყვტილებამ
საქართველოს მომავალი კითხვითი ნიშნის ქვეშ
დააყენა.
პროქტის მიზანი: მოსწავლეები ისტორიულ ფაქტებსა და წყაროებზე დაყრდნობით შეძლებენ საკუთარი დასკვნების გამოტანას. იმსჯელებენ თუ რა გავლენა მოახდინა ქრისტიანობამ ქართველი ხალხის ყოფაზე. განუვითარდებათ
მსჯელობისა და აზრის გამოთქმის უნარი.
ო მონაწილეთა ასაკი : 14-15
ო მონაწილეთა ასაკი : 14-15
6 ვადების ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
7 მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შექმნიან
სლაიდებს, მოიძიებენ მასალას, დაინტერესდებიან არსებული ეპოქით, წაიკითხავენ დამატებით მასალას, შეაგროვებენ
ფოტო მასალას.
პროექტისათვის საჭირო რესურსი: წიგნი, პროექტორი,
რუკა, დაფა, მარკერი, ინტერნეტი,ფლიფჩარტი.
9 პროექტის მსვლელობა:კლასს ვყოფ 4 ჯგუფად,თითოეულ ჯგუფს ვაძლევ სხვადასხვა დავალებას.1-ლი ჯგუფი- მოიძიებსინფორმაციას და გაანალიზებს იმ დროინდელი სქართველოს საშინაო პოლიტიკას.2-ჯგუფი-მოიძიებს ინფორმაციას და გაანალიზებს ერეკლე მეორის მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკას.3 -ჯგუფი -გაარკვევს თუ რა გავლენა მოახდინა ქრისტიანობამ ქართველი ხალხის ხელოვნებასა და ყოფაზე.4-ჯგუფი ქმნის იმ ეპოქის რუკას ადარებს დღევანდელობას და აკეთებენ დასკვნებს..ბბ
1 ე.ს.გ - ს ისტორიის სტანდარტი :
ისტ.XI.5 მოსწავლეს შეუძლია
საქართველოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს პოლიტიკურ მოღვაწეს
და მსჯელობს მის მიერ არჩეული საგარეო თუ საშინაო
პოლიტიკური კურსის შედეგებზე ( მაგ: ერეკლე მეორის მიერ
გეორგიევსკის ტრაქტატის დადება);
ისტ.XI.7 მოსწავლეს შეუძლია
ამა თუ იმ ქვეყნის მატერიალურ და სულიერ კულტურაზე რელიგიის გავლენის ანალიზი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საკლასო დისკუსიისას მსჯელობს,თუ რა გავლენა მოახდინა ქრისტიანობამ ქართველი ხალხის ხელოვნებასა და ყოფაზე. ავლებს
პარალელებს სხვა რომელიმე ქრისტიანულ ქვეყანასთან.
1 პროექტს ხელმძღანელი: ქეთო მესხიძე
1 ელექტრონული მისამართი : ketomesxidze@gmal.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:https://mesxidzeketo.blogspot.com/
No comments:
Post a Comment